უეფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის თხოვნა განიხილა უკრაინის ნაკრების ახალ ფორმასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, უკრაინის ნაკრების მაისურიდან წარწერა „დიდება გმირებს“ უნდა იქნას ამოღებული.
უკრაინის ნაკრები ევრო 2020-ზე ახალი მაისურით წარდგება, რომელზეც უკრაინის რუკა ყირიმის ჩათვლით არის გამოსახული და გარდა ამისა, წარწერებიც ამშვენებს: „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“.
უკრაინის რუკა ყირიმთან ერთად უეფას განმარტებით წესს არ არღვევს, რადგან გაერო ცნობს სახელმწიფოს შესაბამის საზღვრებს, ასევე წესრიგში ლოზუნგი „დიდება უკრაინას“, რადგან არ არის პოლიტიკური.
სამაგიეროდ, პოლიტიკურ ლოზუნგად მიიჩნიეს „დიდება გმირებს“, რომელიც მაისურიდან უნდა ამოიღონ. შეგახსენებთ, რუსეთში უკრაინის ნაკრების მაისურის დიზაინს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რის შემდგომაც მათ უეფას მიმართეს და უეფამაც მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა...