ფეხბურთი

0:54 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს ტრავმის გამო ნახევარმცველი გამოაკლდა

იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „რომას“ ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი გამოაკლდა. ის ვარჯიშზე დაშავდა და შეკრება დატოვა.

პელეგრინის თავი ძველმა კუნთის ტრავმამ შეახსენა, რომელიც „რომაში“ სეზონის ბოლოს მიიღო. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, მაგრამ ახლა თანაგუნდელების გულშემატკივრობას სახლიდან გააგრძელებს.

რობერტო მანჩინიმ პელეგრინის ნაცვლად ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი გაეტანო კასტროვილი გამოიძახა, რომელიც გუნდთან ერთად ემზადება. თუმცა, ჯერ უეფამ უნდა დაუდასტუროს ცვლილების უფლება, რაც სავარაუდოდ უახლოეს ხანში მოხდება.

შეგახსენებთ, მანამდე იტალიის ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ ერთი ნახევარმცველი, სტეფანო სენსი გამოაკლდა, რომელიც მატეო პესინამ შეცვალა. „სკუადრა აძურა“ პირველ ტურში 11 ივნისს, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112513