ფეხბურთი

0:11 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შენოლ გიუნეში: "გვინდა იტალიასთან ფინალში ვითამაშოთ"

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში იტალიის ნაკრები თურქეთს რომში უმასპინძლებს. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ სუსტი წერტილები „სკუადრა აძურასაც“ აქვს.

„მანჩინი კარგად იცნობს თურქეთს, ის „გალათასარაის“ მწვრთნელი იყო და წარმატებით მუშაობდა. მას უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენ ჯგუფის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ მინდა ფინალში იტალიის წინააღმდდეგ ვითამაშოთ. ყველას სურს გამარჯვება და მათ შორის ჩვენც.

ხვალ ძალიან რთული თამაში იქნება. მეტოქეს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, ეს ვიცით. შეხედეთ დონარუმას: ის ახალგაზრდაა და უკვე ძალიან მაღალი დონის მეკარეა, ასევე ჰყავთ ინსინიე და იმობილე. ვიცით, რომ ყველა სერია A-ში თამაშობს, ორ-ორი ფეხბურთელი „ჩელსიდან“ და პსჟ-დან. ვიცით იტალიის კლასი და ტრადიცია, რომელიც ყველა დიდ ტურნირზე მონაწილეობს. მათ აქვთ დიდებული საფეხბურთო კულტურა. არ მინდა ახლა დეტალებზე ვისაუბრო, მინდა ჩვენი გუნდის კლასი მოედანზე ვნახოთ“, - თქვა გიუნეშმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117804