ჩოგბურთი

1:53 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ეყოლება

ის, რომ ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება, უკვე ნახევარფინალისტების გარკვევის შემდეგვე იყო ცნობილი. დღეს კი უკვე ვიცით იმ ორი ჩოგბურთელის ვინაობა, ვინც ჩემპიონობისთვის ფინალში შეხვდება ერთმანეთს. ესენი არიან ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა და რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა.

კრეიჩიკოვამ მარათონულ პაექრობაში, 7-5, 4-6, 9-7 მოუგო ბერძენ მარია საკარის, პავლიუჩენკოვამ კი სლოვენიელი ტამარა ზიდანშეკი 7-5, 6-3 დაამარცხა. განსაკუთრებით დაძაბული კრეიჩიკოვას და ზაკარის დუელი გამოდგა, რომელიც 3 საათსა და 18 წუთს გრძელდებოდა. 25 წლის კრეიჩიკოვაც და 29 წლის პავლიუჩენკოვაც დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებენ.

საკარიმ პირეველ სეტში აგრესიულად იტამაშა, მაგრამ ამის გამო, ბევრი შეცდომა დაუშვა, რიტაც მეტოქეს სეტის მოგებაში შეუწყო ხელი. მეორე სეტში საკარი უფრო ზუსტი იყო და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. უფრო მეტიც, თავიდან მესამე სეტშიც დაწინაურდა. მაგრამ ჩეხმა ბრეიკითვე უპასუხა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სეტი გაგრძელდა. და საბოლოოდ, გამარჯვებას უფრო სტაბილურმა კრეიჩიკოვამ მიაღწია.

რაც შეეხება პავლიუჩენკოვას, მისთვის ეს მე-14 როლან გაროსია. სულ კი დიდი სლემის ტურნირებზე 52-ედ გამოდის და ფინალს პირველად მიაღწია. აქამდე მეოთხედფინალებში ექვსჯერ ეთამაშა და ყველა წაგებული ჰქონდა. მეშვიდე მცდელობა წარმატებული გამოდგა და ამჯერად ფინალში გასვლაც შეძლო.

0.169194