ფეხბურთი

23:16 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"როტორმა" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

ვოლგოგრადის „როტორმა“ ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა - ილია ბერიაშვილი და ბექა ქავთარაძე. ამის შესახებ რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

22 წლის ცენტრალური მცველი ბერიაშვილი 2018 წლიდან „თელავის“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის კაპიტანიც იყო. მიმდინარე სეზონში მან საქართველოს ჩემპიონატში 13 თამაში ჩაატარა. მანამდე ილიას „ალაზანშიც“ უთამაშია.

21 წლის თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე ბოლოს „სკა ხაბაროვსკში“ ირჯებოდა და რუსეთის პირველ ლიგაში 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ბექას „საბურთალოში“, „რუსთავსა“ და „დინამო თბილისში“ უთამაშია.

შეგახსენებთ, „როტორი“ პრემიერლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს პირველ ლიგაში გაატარებს. ვოლგოგრადული გუნდი სოლომონ კვირკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა დატოვეს, რომლებიც გასულ სეზონში იჯარით თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11637