ჩოგბურთი

22:42 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერეული წყვილების ტიტული ამერიკულ-ბრიტანულმა წყვილმა მოიგო

საფრანგეთის ღია პირველობის შერეული წყვილების ტურნირი, ბრიტანელი ჯოი სალისბერის და ამერიკელი დეზირე კრავჩიკის დუეტმა მოიგო. ფინალში მათ რუსების, ასლან კარაცევის და ელენა ვესნინას წყვილი 2-6, 6-4, 10-5 დაამარცხეს.

29 წლის სალისბერი, ბოლო 39 წელიწადში პირველი ბრიტანელია, ვინც როლან გაროსის ტიტული მოიპოვა. 1982 წელს, ასევე შერეულ წყვილებში, ტიტული ბრიტანელმა ჯონ ლოიდმა მოიპოვა.

სალისბერი ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა წყვილების ყოფილი ჩემპიონია (2020 წელს). მან და კრავჩიკმა, შეხვედრის დასაწყისშივე, ბრიტანალის მოწოდებაზე დათმეს გეიმი და აქედან მოყოლებული, ვერაფრით მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მაგრამ მეორე სეტში გაცილებით უკეთ ითამაშეს.

მეორე სეტში მათ გადამწყვეტ ბრეიკს მეცხრე გეიმში მიაღწიერს, როდესაც 4-4-ზე მეტოქის მოწოდებაზე მოიგეს. ამას სალისბერის მოწოდებაზე მოგებული გეიმი მოჰყვა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტ ტაი ბრეიკზე, სალისბერი და კრავჩიკი თავიდან 4-0 დაწინაურდნენ და მალე 4 სატიტულო პოინტი მოიპოვეს, რომელთაგან პირველივე გამარჯვების ქულად აქციეს.

„საოცარი კვირა გვქონდა. და ვერ ვიტყვი, რომ ამ გამარჯვებას ველოდით“, - შეხვედრის შემდგომ განაცხადა ბრიტანელმა და თანაგუნდელს მიმართა: „შენთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა ჩემი მხარდაჭერისთვის“.

0.137288