ფეხბურთი

22:38 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ერთპიროვნულად გალიდერდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ბოლო შეხვედრაში ლიდერმა „დინამო ბათუმმა“ აუტსაიდერ „თელავს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

გია გეგუჩაძის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და შედეგიც ლოგიკურია. მასპინძლებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გახსნა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ შესვენებამდე გოლი არ გასულა.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ბათუმელთა უპირატესობა თვალშისაცემი გახდა. 50-ე წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა და ბათუმელები დაწინაურდნენ. სულ მალე „თელავის“ მცველი ვაჟა ფაცაცია უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, რაც სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

თამაშის მიწურულს შესანიშნავი იყო გიორგი ნიქაბაძე, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და ჯერ გოლი გაიტანა, მერე საგოლე პასი გააკეთა და გიორგი ზარიას დაეხმარა საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში - 3:0.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან „დინამო თბილისს“ 2 ქულით გაასწრო. „თელავი“ კი მძიმე დღეშია, პირველი ტურის მერე არ მოუგია და 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 3:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (76), 3:0 ზარია (86)

0.118753