კალათბურთი

22:09 | 10.06.2021 | ნანახია 1218 - ჯერ

თორნიკე შენგელიას 19 ქულა ფინალში და VTB ლიგის ჩემპიონის ტიტული

მოსკოვის ცსკა და თორნიკე შენგელია VTB ლიგის ჩემპიონები არიან. დმიტრი იტუდისის გუნდმა ფინალური სერია ყაზანის „უნიქსს“ ძალიან ადვილად, 3:0 მოუგო და ისტორიაში მე-11-ედ გახდა VTB ლიგის ჩემპიონი.

სერიის მესამე შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და ცსკა-მ მეტოქეს ზედმეტი პრობლემების გარეშე 89:81 აჯობა. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით იგებდნენ და ლოგიკურ დასასრულამდე თამაში მშვიდად მიიყვანეს.

შენგელია სეზონის ბოლო მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკემ 26:51 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოსკოველთა რიგებიდან საუკეთესო იყო და ზოგადად, ფინალური სერია მან დიდებულად ჩაატარა.

ამრიგად, მოსკოვის ცსკა-ს მაისურით თორნიკე შენგელიამ პირველი ტიტული მოიგო და პირველ სეზონში ევროლიგის ჩემპიონობას ვერ, მაგრამ VTB ლიგის ჩემპიონობას კი შესწვდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:33 | 11.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ვულოცავ თორნიკეს, მაგრამ ვაღიაროთ - შარშანდელ ესპანეთის ჩემპიონობას სულ სხვა წონა და ხიბლი ჰქონდა.
აქ ევროლიგის მოსაგებადაა უფრო (უკეთეს ხელფასზე რომ არაფერი ვთქვათ).

09:24 | 11.06.2021
kakhaberry (2630)

ისე ეს ვთბ ლიგა რა ხილია? შიდა ევროლიგაა? )))
მთლად რუსეთის ჩემპიონატიც არაა მგონი, მახსოვს 1 თუ 2 სეზონი ვითამ თუ რომელიღაც ქართულმა გუნდმაც ითამაშა

14:29 | 11.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ხო, რაღაც ღია ჩემპიონატის მსგავსია )) სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ ხოლმე. ოღონდ რუსეთის ჩემპიონატის ოფიციალური სტატუსიც აქვს.
ერთი ის მაინტერესებს. ვთქვათ ერთხელ გამარჯვებული სხვა ქვეყნის წარმომადგენელი გახდა, რუსეთის ჩემპიონად ვინ გამოცხადდება ?

22:20 | 10.06.2021
baxt (1836)

წესით ფინალური სერიის ემვიპიც უნდა მიეცათ, ობიექტურები რომ ყოფილიყვნენ, რადგან ეფექტურობის საშუალო კოეფიციენტით ფინალის სამივე თამაშის ჯამში ბევრად აჯობა ჰაკეტს, მაგრამ რატომღაც იტალიელს მისცეს, არადა ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელიას გარდა ჰეკეტი ვოიტმანსაც ჩამორჩა.

0.125348