ფეხბურთი

19:51 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში ირაკლი სიხარულიძის გოლით სწრაფადვე გახსნა, მაგრამ მალევე პენალტით სერგო კუხიანიძემ წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, რადგან 27-ე წუთზე თავი მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა.

მატჩის ბოლოს „ლოკომ“ მესამეც გაიტანა. ამჯერად გოლი თემურ შონიას ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ლოკომოტივი“ 27 ქულით მესამე-მეოთხე ადგილზე „საბურთალოსთან“ ერთად იყოფს, ხოლო „სამგურალმა“ 3-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და 22 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

„სამგურალი“ – „ლოკომოტივი“ 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 სიხარულიძე (7), 1:1 კუხიანიძე (19, პენ), 1:2 გავაშელიშვილი (27), 1:3 შონია (86)

0.125009