ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ვეინალდუმმა პარიზელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და საფრანგეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
შეგახსენებთ, ჟორჟინიო ვეინალდუმი „ლივერპულის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და 237 თამაშში თავი 22-ჯერ გამოიჩინა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს მანამდე „ფეიენოორდში“, პსვ ეინდჰოვენსა და „ნიუკასლში“ უთამაშია.