ფეხბურთი

18:35 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლორენტეს Covid 19-ის ტესტი უარყოფითია

„ლიდსისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველმა დიეგო ლორენტემ კორონავირუსის ორი ტესტი ჩაიტარა, რომლებმაც უარყოფითი შედეგები მიიღო. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი კიდევ ორ ტესტს ჩაიტარებს და იმ ემთხვევაში თუ ისინიც უარყოფითი იქნება, პარასკევიდან ნაკრების საწვრთნელ პროცესს შეუერთდება.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ გაირკვა, რომ 27 წლის ესპანელს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა, რის გამოც იგი იზოლირებული იყო ეროვნული გუნდისგან. ლორემტემდე კი Covid 19 სერხიო ბუსკეტსს დაუდასტურდა.

ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ზე პირველ მატჩს შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 14 ივნისს სევილიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115829