ჭიდაობა

12:05 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები მინისტრს ხვდებიან

მოჭიდავეები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან შესახვედრად ემზადებიან.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და ყოფილი მწვრთნელები დილიდან ვაკის ფალავანთა კლუბთან შეიკრიბნენ. ცოტა ხნის წინ კი სპეციალური ჯგუფი შეადგინეს, რომელიც სპორტის სამინისტროში მინისტრს დაელაპარაკება.

მოკლე კომენტარი თავად ლევან ყიფიანმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ მოჭიდავეები დარბაზს რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდნენ და მოახლოებული საერთაშორისო ტურნირისთვის მოემზადონ. ლევან ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე მოქმედებს ჭიდაობის ფედერაციის წესდების თანახმად, ხოლო სამინისტრო თავისი დებულების დაცვით.

ვასილ მშვილდაძე


0.121293