ჩოგბურთი

16:12 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 47-ე ნომერ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში უშანსოდ - 6:3, 6:2 დამარცხდა.

შეხვედრა 59 წუთს გაგრძელდა და მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქე უპირატესობას ფლობდა. ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო.

მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისმა მეტოქემ კი 19 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის 250-იან ტურნირს გამოეთიშა, ჩილიჩი კი მეოთხედფინალში შაპოვალოვი ლოპესის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.121801