უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობას გამოეთიშნენ. მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ორი ჩვენებური გავიდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და შეჯიბრიში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს დაუპირისპირდა და იპონით იმარჯვა, მაგრამ ილეთის შესრულების დროს ფეხის ჩახვევა გააკეთა და მსაჯებმა ტურნირიდან მოხსნეს, რადგან ძიუდოში ეს აკრძალულია. ამრიგად, ბექა მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა და უმედლოდ დარჩა.
ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ გაბონელი კარენ აგონო ვორა დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერაიტთან მარცხი განიცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ლაშა შავდათუაშვილის ოქროს და ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედლებია.
11 ივნისს ტატამზე 100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი გავა. ვარლამ ლიპარტელიანი მეორე წრიდან ჩაერთვება და ავსტრიელ აარონ ფარასა და ნიდერლანდელ სიმეონ კათარინას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ილია სულამანიძე პირველ წრეში თურქ მერთ სისმანლარს გაეჯიბრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კუკოლი ოლიმპიადაზე ვერ ხვდებოდა ქულები არ ყოფნიდა და თუ ფინალი მოიგო ოლიმპიადაზე მოხვდება
არა და ქართული ფინალი -100 კილოში მთლად არარეალურადაც არ ჩანდა. სულამანიძემ ბრინჯაო თუ აიღო ძალიან მაგარი იქნება
კუკოლი გავიდა ფინალში, სადაც ლიპო უნდა ყოფილიყო
აი დამიჯერეთ სულამანიძე ბევრად დიდ სიმაღლეებზე გავა ვიდრე ლიპარტელიანი, 19 წლისაა ბიჭი და უკვე იგრძნობა რა დონის სპორტმენი იზრდება!
100%-ით გეთანხმები, ერთადერთი სულამანიძეში იგრძნობა გამოუცდელობა. გამოცდილებას რომ დააგროვებს დიდი ალბათობით ამას წინ ვერავინ დაუდგება, თან ფაქტიურად ჭაბუკია
ფონსეკა საღოლ სასწაულებს აკეთებს
ცხოვრებაში არ დამიწერია ვარლამზე აუგი მარა ისე გავბრაზდი ერთი მაინც უნდა ვთქვა რო არის სუფთა ლუზერის მენტალიტეტის მქონე სპორტსმენი. ვაზარით იგებდა,ერთი გაფრთხილებაც არ ქონია,ერთი წუთი იყო დარჩენილი და ვიღაც ქუქოლისთან წააგო იპონით ბოლო ერთ წუთში. ამას ახლა დამწყები ძიუდოისტი არ გააკეთებდა, აი ეს ნიშნავს ლუზერის მენტალიტეტს ზუსტად!
სულამანიძემ იდირს გამოუყვანა წირვა
ოლიმპიადაზე არ გინდა ამის ყურება... გულებს დაგვიხეთქავს ნამდვილად... ან წინასწარ უნდა შევეგუოთ რომ წააგებს. აქ მეგონა რომ იდასთან წააგებდა, ჩემდა გასაოცრად მოუგო და თითქმის 100% ვიყავი დარწმუნებული, რომ ეხლა აღარ გაუშვებდა თავის შანსს და მაშინვე მოგვიკლა
ლიპოზე რა უნდა ვთქვა ახალი, მგონია დროა უკვე ჩემპიონის თქო,თან მთავარ ფავორიტს ამარცხებს და ამ დროს გამოხტება ვიღაც კუკოლი და უგებს მეოთხედ ფინალს, რა დავარქვა ამას არ ვიცი!
არავინ დავობს რომ ვარლამი ძალიან ძლიერი ძიუდოისტია, მაგრამ არ ლაშას გაუმართლა და გამოიყენა თავის შანსი და გახდა ჩემპიონი. შენ კიდევ სულ ლიდერი ხარ ყოველთვის ყველგან ფავორიტი, ამდენი ხანი ჭიდაობ და როგორ ხდება რომ ერთხელაც არ გაგიმართლა? აქედან გამოდის რომ მხოლოდ შენშია საქმე, სამწუხაროდ. სულ რომ ბადიდან მოეხსნას ყველა ძლიერი ძიუდოისტი, გადამწყვეტ შეხვედრას მოახერხებს ყველაზე სუსტი რომც იყოს იმასთან წააგებს. სამწუხაროდ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არადა არ იყო ის შემადგენლობა ვისთანაც უნდა წაეგო
ლიპარტელიანზე მგონია რომ უფრო ვაზარი იყო და არა იპონი. ნახევარი გვერდი ედო მხოლოდ. ნახეთ აბა კარგად ..
არავითარი ვაზარი არ ყოფილა. აშკარა იპონი იყო.
სუფთა იპონი იყო
მერე კიდევ ვნახე დაბეჯითებით, მართალი ხართ
ძიუდოს დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სულამანიძეს მწვრთელი ხომ ყავს? ერთიდაიგივე ილეთს როცა იმეორებს ფომსეკა, არ უნდა უთხრას როგორ დაიცვას თავი?
ეგ რომც გიკარნახონ როცა გამოცდილება გაკლია ესე სწრაფად და მარტივად ვერ გადააწყობ ტაქტიკას. სულამანიძეს მხოლოდ გამოცდილება აკლია და მეტი არაფერი ამ ეტაპზე.
ადამიანმაც წააგო და ნახეთ რა ვინები არიან ჩემპიონობის კანდიდატები. კაი რა
წესით კორელმა არ უნდა გაუშვას ეს შანსი
ეხლა არ ვიცი და კაცი მთელი ძიუდოს ყველა წონის რეიტინგში პირველი კაი ხანს იყო. მოგებული გაქ რა და ასე რატომ აგებ? თან ყველაზე გაშიფრულ მოწინაAღმდეგესთან, რომალმაც ერთი ილეთი იცს
ვარლამ ლიპარტელიანი არის არშემდგარი ლიდერი და არშემდგარი ლეგენდა, მხოლოდ დაბადებულია წაგებისთვის. იმედია ამ ოლიმპიადის მერე დაასრულებს კარიერას
გუშინ ბექა დღეს ლიპო , ვაი
ეხ თიკო, თქვენ კიდევ სამ ოქროს გეგმავდით ))
აბააა
ძიუდოს პროფესორი ხარ და ვისთან აგებ ასეთ შეხვედრას კუკოლთან, ვისთანაც მანამდე წაგებული არ გაქვს. არა რა ნამდვილად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. როცა რეალური შანსი ეძლევა მერე იწყებს სისულელეების კეთებას. ამასთან თუ წააგებდა ნაღდად არ ველოდი, თანაც იპონზე დავარდა. არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და რაც გინდა ქენი. ჭკვიანია, ტექნიკური, მაღალი ინტელექტი, გამოცდილება და ... მთავარი არ აქვს გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი
ფონსეკამ რო დადოს ოქრო
თან ყველამ იცოდა რომ იმ კოკოლის თუ ვიღაცას მარტო უჩიმატა ეხერხება და ვარლამმა არ იცოდა ეგ?
ეს კუკოლი ბექას ბულკი იყო 90-ში. სულ უგებდა ბექა.
სულ თავისუფლად შეიძლებოდა ამ.მსოფლიოზე მინიმუმ ორი ოქრო! მაგარი ბიჭია გრიგალაშვილი და ძან სასიამოვნოა მისი ყურება, მაგრამ ოქრო ძალად აჩუქა კასეს
ამხელა გამოცდილების პატრონი რომ ხარ, ვაზარით იგებ, ერთი წუთია დარჩენილი და გაფრთხილება საერთოდ არ გაქვს, ის ერთი წუთი როგორ ვერ უნდა მიიყვანო ბოლომდე?
გული უნდა გაგვიხეთქონ, აბა სხვანაირად როგორ?
არა ვერ გავიგე, ასე მოდუნება შეიძლება?
მოგებული როგორ უნდა წააგო ასე?
არა რა ამის საშველი არ არის. 1 წუთი რჩება გაფრთხილება არ გაქვს, შეინარჩუნე რა. რა შანსი გაუშვა
სულ რო წამოწოლილიყო სამ გაფრთხილებას მაინც ვერ მოასწრებდა
აბა რა
კარგით რა
მდა რატომღაც მეგონა ფონსეკასაც მოუგებდა... არაუშავს, ყველაფერი წინა აქვს
წაგება არის და წაგებაც. ასეთ წაგებას არ ველოდი
კარგი რა. ასეთი წაგება რანაირად შეიძლება რა?
ადამიანი სახიფათოა
სახიფათუა ყველა. მაგრამ მასე ლიპარტელიანი ყველაზე სახიFათოა )))
ვირივით არის ჯანზე და მაგიტომ უფრო...
კი, მართალი ხარ. მაგ ასპექტში კარგადაა და შეიძლება კაი დოზა დოპინდი აქ ნაყლაპი
სულამანიძემ ძიუდოშიც მოუმატა და პიანინოშიც
სულამანიძის ერთ ერთი მთავარი უპირატესობა მისი საოცრად აზრიანი ჭიდაობაა. მშვიდი და მოაზროვნე ჯუდოკაა. ძაან მეიმედება ესეთი ტიპის აზროვნების
კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ქართული ძიუდოს ოსტორიაში ლიპარტელიანი არის საუკეთესო! იმის მიუხედავად რომ ტიტულებით სხვები ჯობიან
სულამანიძეს რთული შეხვედრა ფონსეკასტან,ლიპო მოუგებს კუკოლს.
კუკოლმა ჯარჯის შეგირდს ხელი მოგლიჯა
ლიპოსთვის კუკოლი მერჩივნა...
გასაოცარია სულამანიძის შემართება, ისე უგებს გამოცდილ ძიუდოისტებს თითქოს ბავშვებს ეჭიდავებოდეს
მე მგონი ძალიან სერიოზული ძიუდოისტი იზრდება. 19 წლისაა და მართლა პატარა ბავშვებივით ამარცხებს ასეთ ძლიერ ძიუდოისტებს, ამან ასე თუ გააგრძელა პროგრესი მაგის მომგები ვინ იქნება? მე მგონი ლიპოსთვის ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგე სულამანიძე იქნება
ლიპოს სულამანიძე ჩაანაცვლებს ნაკრებში, თან ძალიან მალე, ცხდზ ეცხადია ეს
ხოდა ეხლა აქვს ერთ-ერთი ბოლო შანსი მსოფლიო და მერე ოლიმპიადა მოიგოს. სულამანიძეს გამჩერებელი არა მგონია ვინმე იყოს თუ პროგრესი გააგრძელა, წესით ჯანი კიდევ მოემატება პლუს გამოცდილება და რა ვიცი მონსტრი იქნება
დიდი ალბათობით ლიპო წავა ამ ოლიმპიადის შემდეგ. მე ესე მგონია მითუმეტეს თუ ორქოს დადებს რომელიმე ამ ტურნირზე
ღოჩაღ სულამანიძეს
შენ გენაცვალე! სულამანიძე რეებს აკეთებს!!!!
არადა რა რთული ბადე აქვს, აქ თუ მოიგო ღისეული ჩემპიონი იქნება ნამდვილად
ეხლა უკვე ლიპოს ოქრო მოეთხოვება, იდა წავიდა სახლში