„სელტიკმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
გლაზგოურ კლუბს ანგელოს პოსტეკოღლუ უხელმძღვანელებს, რომელიც ბოლო დრომდე იაპონურ „იოკოჰამა მარინოსში“ მუშაობდა. ავსტრალიელი სპეციალისტის კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელფასის დეტალები არ ზუსტდება.
პოსტეკოღლუ ფეხბურთელობისას ავსტრალიაში თამაშობდა. იქვე 1996 წლიდან დაიწყო მწვრთნელობა. 2013-17 წლებში ავსტრალიის ნაკრებს წვრთნიდა და მასთან ერთად აზიის თასი მოიგო. 2018-ში კი იაპონიაში გადაბარგდა. მისი ხელმძღვანელობით „იოკოჰამა“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
„სელტიკმა“ ახლადდამთავრებულ სეზონში, დიდი ხნის შემდეგ, შოტლადიის ჩემპიონობა სტივენ ჯერარდის „რეინჯერსს“ დაუთმო და მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ კენედიმ პოსტი დატოვა.