„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავს, ლიონელ მესის, კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის გახანგრძლივების ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია - წერს ესპანური Marca.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ კონკრეტული, ოფიციალური შეთავაზება კლუბს ჯერ არ გაუკეთებია.
არგენტინელის კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.