ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ კოპა ამერიკის გათამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„სელესაო“ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეიარსი)
მცველები: ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), დანილო (იუვენტუსი, იტალია), ემერსონი (ბარსელონა, ესპანეთი), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ფელიპე (ატლეტიკო, ესპანეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი)
ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი, ესპანეთი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), გაბრიელ ბარბოსა (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი)
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ვენესუელას, პერუს, კოლუმბიასა და ეკვადორს დაუპირისპირდება.