ფეხბურთი

23:25 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს", "იუვენტუსს" და "ბარსელონას" უეფა ამ ეტაპზე ვერ დასჯის

უეფამ მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ საქმის სამართალწარმოება დროებით შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს კლუბები არ დაისჯებიან.

„ბარსელონას“, „იუვენტუსის“ და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დისციპლინური საქმის გახსნის შემდეგ, უეფას წესების შესაძლო დარღვევის გამო ე.წ სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით, უეფას სააპელაციო ორგანო გადაწყვიტა შეაჩეროს საქმის განხილვა შემდეგ შეტყობინებამდე.

თუმცა, უეფა დარწმუნებულია თავის პოზიცაში და გააგრძელებს საკუთარი პოზიციის დაცვას ყველა შესაბამის იურისდიქციაში. უეფა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას იმისთვის, რომ უეფას სააპელაციო ორგანის ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უეფამ საქმის დროებით შეჩერება მას მერე გადაწყვიტა, რაც შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროდან მიიღო წერილი, რომ მათ არ შეუძლიათ იმ კლუბებისთვის სამაგიეროს გადახდა, რომლებმაც სუპერლიგა არ დატოვეს.

შეგახსენებთ, უეფა მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ ევროთასებიდან მოკვეთით ემუქრებოდა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიება შეჩერდა და შესაბამისად, დიდი ალბათობით, სამივე გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.120059