საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა და მე-16 ტურში „დინამო თბილისმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა.
ამ შეხვედრაში შედგა კახა ცხადაძის ხელახალი დებიუტი, რომელიც „დინამოში“ 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. თბილისელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და მნიშვნელოვანი ქულები იდო სასწორზე, მაგრამ მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 64-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა ანგარიში გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ცხადაძის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩის მიწურულს ჯეფერსონ ჯერალდომ ანგარიში გაათანაბრა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„დინამო თბილისს“ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია, მაგრამ „დინამო ბათუმთან“ შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ქობულეთის „შუქურა“ კი 15 ქულით მერვე პოზიციაზეა.
„დინამო თბილისი“ – „შუქურა“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 მარუშიჩი (64), 1:1 ჯეფერსონი (82, პენ)