ფეხბურთი

19:43 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსმა "ლიდს იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

უელსის ეროვნული ნაკრების შემტევმა ტაილერ რობერტსმა "ლიდს იუნაიტედთან" ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ტაილერი "ვესტ ბრომვიჩის" აკადემიის აღზრდილია და "ლიდს იუნაიტედს" 2018 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 27 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. რობერტსი უელსის ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და ევრო 2020-ზე მიიღებს მონაწილეობას.

0.107968