ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიას პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი „ფილადელფიასა“ და „ატლანტა ჰოუქსს“ შორის შედგა და რივერსის გუნდმა სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
„ფილადელფიამ“ უპირატესობა პირველ მეოთხედში მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ პირველივე ნახევარში სხვაობა 2-ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ 16-ქულიანი სხვაობით 118:102 დამარცხდა.
საოცარო თამაში ჩაატარა ჟოელ ემბიდმა, რომელსაც არასრულ 35 წუთში 40 ქულით, 13 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი ჰქონდა. ტობიას ჰარისმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა, ხოლო სეტ კარმა 21.
დამარცხებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი დანილო გალინარი იყო. 32 წლის იტალიელმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა კი 12 ინვისს გაიმართება.
დაძაბული გამოდგა დღის მეორე შეხვედრა სადაც დასავლეთ კონფერნეციის ნახევარფინალში „იუტა ჯაზმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ 3-ქულიანი სხვაობით 112:109 აჯობა.
ლოს ანჯელესელები პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სნეიდერის გუნდმა მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალა და სერიაში ანგარიში თავის სასარგებლოდ გახნა.
45 ქულიანი შეხვედრა ჰქონდა დონოვან მიტჩელს, რომელსაც 3 მოხსნა და 5 პასიც დაამატა, 18-18 ქულა ჩააგდეს ბოგდან ბოგდანოვიჩმა და კლარსონმა.
„კლიპერსიდან“ კი კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო პოლ ჯორჯმა 20 ქიულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
სერიაში „იუტა ჯაზი“ დაწინაურდა, ამ გუნდებს შორის მეორე დაპირისპირება კი 11 ივნისს შედგება.