ავტოსპორტი

0:41 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა რბოლისას ლიდერობა ხის ტოტის გამო დაკარგა

როგორც „ფერარის“ პილოტი ამბობს, ტრასაზე დაგდებული ტოტის გამო, მან მოსახვევი მოჭრა, რის გამოც, გაზიდან ფეხის აღებამ მოუწია და სწორედ ამ დროს გაასწრო ლუის ჰამილტონმა.

ლეკლერმა სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო და პირველი ორი წრე ლიდრის რანგში გაატარა. მესამეზე მას მოქმედმა ჩემპიონმა გაასწრო. მისი თქმით, მე-15 მოსახვევის აპექსში ხის ტოტი ეგდო, რომელმაც გარკვეული დრო დააკარგვინა. კერძოდ, მონაკოელმა ტოტს გვედი აუარა და ამ დროს, მოსახვევი მოჭრა. ამის გამო, იმისთვის, რომ ჯარიმა თავიდან აეცილებინა, სიჩქარე ოდნავ დააგდო. ლუისმა მოსახვევი ტრაექტორიით გაიარა და ლეკლერს მალევე გაუარა.

„ამის შემდეგ, ყველაფერი უცებ გაუარესდა. მე ლუისის უკან, ჰაერის ჭუჭყიან არეალში მოვხვდი და მალევე ამოვვარდი DRS-ის ზონიდან. ფერსტაპენმა თითქმის მაშინვე გამასწრო. ლიდერთა ჯგუფში, სხვებს ჩემზე უკეთესი სიჩქარე ჰქონდათ. და როცა საქმე გამოსწორდა, პიტ სტოპზე მიხმეს“, - ყვება ლეკლერი.

პიტ სტოპების სერიის შემდეგ, ლეკლერს პიერ გასლიმაც გაასწრო, ვისთანაც რბოლის მიწურულს, დაძაბული პაექრობა გამრთა, მაგრამ საბოლოოდ, კვარცხლბეკის მიღმა, მეოთხე ადგილზე დარჩა.

0.1139