ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ტორგან აზარი მიიჩნევს, რომ ესპანური მედია მის ძმას, ედენ აზარს სამართლიანად აკრიტიკებს. როგორც ტორგანმა აღნიშნა, ედენს არ უჩვენებია ის, რაც მას შეუძლია.
„მან ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ აჩვენა ის, რისი გაკეთებაც შეუძლია. ესპანურმა მედიამ იცის, რამდენად განსაკუთრებული მოთამაშეა ედენი. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში დაამტკიცებს თავის ფასს“, - თქვა ტორგანმა.
შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალს“ 2019 წელს დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ „სამეფო კლუბში“ ჯერჯერობით თავი ვერაფრით გამოიჩინა და დროის დიდი ნაწილი ბოლო ორ სეზონში ლაზარეთში გაატარა.