ფეხბურთი

21:55 | 8.06.2021 | ნანახია 425 - ჯერ

მარეკ ჰამშიკი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. თურქული გუნდის ვებგვერდის ცნობით, გამოცდილ ნახევარმცველთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ჰამშიკი ბოლო 6 თვის განმავლობაში შვედურ „გიოტებორგში“ თამაშობდა, რომელიც დატოვა და თურქულ გუნდს შეუერთდა.

ჰამშიკს მანამდე „სლოვანში“, „ბრეშაში“ და ჩინურ „დალიანში“ უთამაშია, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „ნაპოლიში“ 2007-2019 წლებში გაატარა და 520 მატჩში 121 გოლი გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.113976