გერმანული „შტუტგარტის“ ფეხბურთელი სილას ვამანგიტუკა სინამდვილეში სილას კაპოტმა მვუმპა ყოფილა. როგორც გაირკვა, კონგოელი ფეხბურთელი აგენტების მსხვერპლი გახდა და მას როგორც გვარი, ისე ასაკი შეუცვალეს.
სინამდვილეში ის სილას კატომპა მვუმპა გახლავთ და 22 წლისაა. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, სიმართლის გამჟღავნება გაუჭირდა.
„სიმართლის გაჟღერება ძალიან გამიჭირდა, რადგან კონგოში მუდმივი შიშის ფონზე ვცხოვრობდი და ჩემი ოჯახის გამოც მეშინოდა. მაგრამ ამის გაკეთება ჩემი ახალი აგენტების წყალობით შევძელი. მადლობა „შტუტგარტს“ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ახლა თავს მშვიდად ვგრძნობ და აღარ მეშინია“, - თქვა მან.
მვუმპამ ყალბი დოკუმენტებით გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა, დღეიდან ვამანგიტუკა კატომპა მვუმპა იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გულისამრევები ხართ, ვირთხები. ქვეყანა და მისი იმიჯი სულ ცალ ფეხზე გკიდიათ
დავაი დაჭამეთ ერთმანეთი, მეტი რა შეგიძლიათ..
ან გაერთიანდით და ერთად აკეთეთ ქართული ფუტსალისთვის კარგი საქმე,ან დაანებეთ საერთოდ ამ სპორტს თავი და ამოიგეთ ქართული სპორტის ჩამონათვალიდან .... 15 წელია სულ 10 კაცი ჭამს ერთმანეთს
სირცხვილია!!!!!
ოხ ოხ
ვირთხები
აი ესარის ქართული ფეხბურთის სახე... ყველას ცალ ფეხზე კიდია საქმე და მარტო ჯიბეები როგორ გაისქელონ სხვა არ აინტერესებთ... ჰოდა თქვენი დედა ...!!!
მეტალურგმა თავშანლი დაამარცხა
26/07/13 23:26
„მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე დღეს მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა. რუსთაველი ფეხბურთელები თურქეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „თავშანლის“ შეხვდნენ და 1:0 იმარჯვეს.
ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე გაიხსნა გეწაძის ჩაწოდებულ ბურთთან პირველი სიხარულიძე აღმოჩნდა და „მეტალურგი“ დაწინაურდა. გოლის გატანის შემდეგ მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს რუსთაველები აკონტროლებდნენ. სხვაობის გაზრდის რეალური მომენტიც რამდენჯერმე შეიქმნა. მეორე ტაიმში ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა სიხარულიძემ. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა საბოლოოდ რუსთაველებმა მეტოქე 1-0 დაამარცხეს.
თამაშის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ მცირე კომენტარი გააკეთა: – თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. როდესაც გუნდს ბერიაშვილი და ფიფია დაუბრუნდებიან შეტევა უფრო მრავაფეროვანი და ძლიერი იქნება. მოხარული ვარ, რომ ბერიაშვილმა შეძლო გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყება. ის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს.
„მეტალურგმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, მახვილაძე, სუხიაშვილი, გეწაძე, რაზმაძე, გურეშიძე, კირკიტაძე, კორგალიძე, სიხარულიძე. მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ: მაისაშვილი, ორბელაძე, კაკუბავა, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ხაბელაშვილი, საჯაია, ვასაძე, კორღალიძე
მეტალურგის პრესსამსახური
კაია
ოხ მაგათი ;დდდ
ოხ ოხ ოხ