თამაშგარე

15:14 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟანა მარადონას ახალი გატაცებები

ერთ წელზე ცოტა მეტია რაც დიეგო მარადონას უმცროსმა ქალიშვილმა ჟანა მარადონამ მოდელობას მოჰკიდა ხელი და მიუხედავად იმისა, რომ მის ამ ახალ გატაცებას ძირითადად ქილიკი და ქირქილი მოჰყვა, მარადონასავით უხიაგი ჟანა არაფრის დიდებით არ ფიქრობს თამამ ფოტოგადაღებებზე უარის თქმას.

მიუხედავად იმისა, რომ ჟანა მარადონას ფოტოები ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა არგენტინულმა “ყვითელმა“ გამოცემამ დაბეჭდა, ჟანა იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ მის სამოდელო კარიერაში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ამის პარალელურად, მარადონას ასული თამამ ფოტოებს საკუთარი “ინსტაგრამის“ გვერდზეც პერიოდულად ათავსებს.

რაც შეეხება დიეგო მარადონას... ლეგენდარულარგენტინელს სიცოცხლეში ნამდვილად არ ეცალა ქალიშვილის ტიტლიკანობაზე კომენტარები ეკეთებინა. ისე კი ზოგადად ცნობილი იყო, რომ მარადონას მისი გოგონების სითამამე მაინცდამაინც არ მოსწონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140885