ფეხბურთი

13:55 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

CIES-ის ვერსიით, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამჟამად ფილ ფოდენია

CIES Football Observatory-მ საკუთარ საიტზე ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების განახლებული სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის ახალ ლიდერი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ფილ ფოდენი გახდა. მასთან ერთად სამეულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ორი მოთამაშე მეისონ გრინვუდი და მარკუს რაშფორდი მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, ათეულს მიღმა დარჩა. ის მე-12 ადგილზეა. საუკეთესო ათეული კი ასეთია:

  1. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 190,2 მილიონი ევრო
  2. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 178
  3. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 159,1
  4. ერლიგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია) – 155,5
  5. ბრუნუ ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) – 154,3
  6. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – 138,7
  7. პედრი (ბარსელონა) – 133,2
  8. ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 131,6
  9. ჟოაუ ფელიში (ატლეტიკო) – 127,8
  10. მეისონ მაუნტი (ჩელსი) – 123,6
0.122506