ფეხბურთი

13:27 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მომავალ სეზონში ზიდანი არავის გაწვრთნის

ფრანგი სპეციალისტი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, რომელმაც მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მაისში დატოვა, მომავალ სეზონში არავის გაწვრთნის - გვამცნობს Libertad Digital.

წყაროს ინფორმაციით, სპეციალისტს საფრანგეთის ნაკრების თავკაცობა სურს და მოთმინებით დაელოდება თავის შანსს. ამჟამად, მოგეხსენებათ ფრანგთა მწვრთნელი დიდიე დეშამია.

ზიდანის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ „რეალთანაა“ დაკავშირებული. პირველად „სამეფო კლუბი“ მან 2015-16 წლების სეზონის შუაში ჩაიბარა და ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. გახადა ესპანეთის ჩემპიონი, ქვეყნის სუპერთასისა და ორ-ორჯერ უეფას სუპერთასისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

2028-ში მან დატოვა კლუბი, ხოლო მომდევნო წელს ისევ დაბრუნდა და მონაგარს ქვეყნის მორიგი ჩემპიონობა და სუპერთასი მიამტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119425