VTB ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის „უნიქსი“ სტუმრად დამაჯერებლად, 76:57 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. დმიტრი იტუდისის გუნდმა მეტოქეს ერთი თავით აჯობა და ადვილად იმარჯვა.
მოედანზე საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 25:15 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 13-დან 5 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. 18 ქულით ის ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ.
მოსკოველთა რიგებში იოჰანეს ვოიტმანსაც კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
სერიაში ცსკა 2:0 დაწინაურდა, მომდევნო მატჩი 10 ივნისს მოსკოვში გაიმართება, გამარჯვების შემთხვევაში კი შენგელია და მისი თანაგუნდელები VTB ლიგის ჩემპიონები გახდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართალია კანავარო.....
მარტში თუ კვარა ამაზე უკეთეს ფორმაში არ იყო ჯობია ნაკრებში არ გამოიძახონ; ისიც სათუოა ფინალში თუ მოვახერხებთ გასვლას.