ფეხბურთი

19:56 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" სერხიო რამოსს გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობს

მადრიდის „რეალს“ სერხიო რამოსი დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულში დატოვებს. კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ABC წერს, რომ „სამეფო კლუბი“ რამოსთან დასამშვიდობებლად ემზადება და 35 წლის ესპანელს გამოსამშვიდობებელ ცერემონიასაც მოუწყობს, რომლის ორგანიზება უკვე დაიწყო.

ფლორენტინო პერესს სურს, რომ სერხიო რამოსი „რეალს“ ყველა თანაგუნდელის წინაშე და მადრიდში მოგებული ყველა ტიტულის ფონზე დაემშვიდობოს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და მას შემდეგ 671 თამაშში 101 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109084