ფეხბურთი

19:06 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია: "ვამაყობ, რომ კვიპროსის უდიდესი გუნდის წევრი ვარ"

ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კლუბის გულშემატკივრებს მიმართა. ქართველი ფორვარდის ვიდეომიმართვა კვიპროსული გუნდის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ძალიან ვამაყობ, რომ კვიპროსის უდიდესი გუნდის წევრი ვარ. მადლობას გიხდით მწვრთნელებს, პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას ნდობისთვის. იმედი მაქვს, რომ მალე შევხვდებით“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიამ ნიქოზიის „აპოელთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გასულ სეზონში ის „ანორთოსისში“ თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

0.112419