ფეხბურთი

17:58 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსების მოთხოვნის მიუხედავად უეფამ უკრაინას ახალი ფორმით თამაშის უფლება მისცა

უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის ახალი ფორმა წარადგინა და ყველაზე საინტერესო ატრიბუტი ისაა, რომ მაისურზე დატანილია უკრაინის რუკა, რომელშიც დონეცკის, ყირიმისა და ლუგანსკის ოლქები შედის.

ამის გამო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა უეფას მოსთხოვა უკრაინისთვის ევროპის ჩემპიონატზე ამ ფორმით თამაშის საშუალება არ მიეცა. მან მაისურს უწოდა პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. ამის მიუხედავად, უეფამ რუსი დეპუტატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

უეფას განცხადებით, უკრაინის ნაკრების მაისური სრულად შეესაბამება უეფას მიერ ეკიპირების შესახებ მოქმედ წესებს. შეგახსენებთ, უკრაინა ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების, ჩრდ. მაკედონიისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130859