ფეხბურთი

16:31 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ტრენტის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატისთვის ბენ უათი გამოიძახა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატზე „ბრაიტონის“ მცველი ბენ უათი წაიყვანა.

23 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეცვალა, რომელიც ევრო 2020-ს ტრავმის გამო დააკლდა.

ბენ უათის „ბრაიტონში“ წარმატებული სეზონი ჰქონდა და ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას, შოტლანდიას და ჩეხეთს დაუპირისპირდება.

0.118723