ფეხბურთი

16:01 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბელოტი "რომაში" გადასვლაზე თანახმაა

„ტორინოს“ თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი „რომაში“ გადასვლაზე თანახმაა. იტალიური მედიის ცნობით, ახლა მთავარია დარჩენილი - კლუბებს შორის შეთანხმება.

„ტორინო“ 30 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „რომა“ 20 მილიონის გადახდას აპირებს. თუმცა, საქმე შეიძლება ფეხბურთელის სურვილმა გაამარტივოს და გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ანდრეას ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, რის გამოც „ხარები“ იძულებულნი არიან ამ ზაფხულს გუნდის კაპიტანი გაასხვისონ.

ჟოზე მოურინიოს ბელოტი ედინ ჯეკოს შემცვლელად ესახება. ბელოტი „რომასთან“4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბელოტი „ტორინოში“ 2015 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 105 გოლის გატანა მოახერხა.

0.115351