ესპანეთის ნაკრების კაპიტან სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება.
ჩატარებული ტესტების შედეგად, გაირკვა, რომ სერხიოს კოვიდ-19 აქვს, ხოლო სხვა შემთხვევაში პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, პროტოკოლის თანახმად, როგორც ბუსკეტსი, ისე მასთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ესპანეთის ნაკრებს 8 ივნისს ლიეტუვასთან ამხანაგურად უნდა ეთამაშა, მაგრამ მოედანზე ვერ გავა. სამაგიეროდ, ლიეტუველებს ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთი 14 ივნისს, შვედეთს დაუპირისპირდება, რომელსაც გუნდის კაპიტნის გარეშე ჩაატარებს და დიდი შანსია, რომ ბუსკეტსს ჯგუფური ეტაპის მთლიანად გამოტოვება მოუწიოს.