საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს ენსხედეში დაუპირისპირდება. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია.
წინა მატჩთან შედარებით ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განახორციელა და ტაქტიკაც შეცვალა.
ნიდერლანდები (5-3-2): სტეკელენბურგი; დუმფრისი, ტიმბერი, დე ვრეი, ბლინდი, ვეინდალი; დე რუნი, ვეინალდუმი, დე იონგი; ვერგოსტი, დეპაი
საქართველო (3-4-2-1): ლორია; კაშია, დვალი, ხოჭოლავა; კაკაბაძე, გვილია, აბურჯანია, გიორბელიძე; ლობჟანიძე, კიტეიშვილი; ზივზივაძე
შეგახსენებთ, ნიდერლანდებს საქართველო ისტორიაში პირველად შეხვდება და თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.