ფეხბურთი

11:43 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ანდრეა ანიელი ჩემთვის აღარ არსებობს"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ანდრეა ანიელისა და სუპერლიგის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეგონა, რომ ანიელი მისი მეგობარი იყო, მაგრამ სახეში ელაპარაკებოდა და ატყუებდა. ამიტომაც, მისთვის ანდრეა ანიელი უბრალოდ აღარ არსებობს.

„მეგონა მეგობრები ვიყავით, მაგრამ მატყუარა სახით დამარწმუნა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა და წინა დღეს უკვე მოწერილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელი ახალი ტურნირის დასაწყებად. დიდი ეჭვი არასდროს გამჩენია, რადგან როდესაც ადამიანი შენს ოფისში შემოვა და ამბობს, არა, არა, ეს ყველაფერი სისულელეა, ძნელია მას არ დაუჯერო.

ამ ინიციატივის მთავარ პერსონაჟებს სამ კატეგორიად ვყოფ, პირველ რიგში ანიელი დავაყენე, ეს პირადულია, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს. უეფა ძლიერი გემია, რამდენიმე კვირის წინ წყალქვეშა ნავმა შემოგვიტია, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ის ჩავძირეთ“, – თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ანიელისა და ჩეფერინს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ სუპერლიგის შექმნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

0.118414