ფეხბურთი

23:39 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ნიდერლანდებში დაბრუნება მინდა, მაგრამ თითქმის შეუძლებელია"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ნიდერლანდებში დაბრუნებაზე ჰკითხეს. გურამის პასუხი გულწრფელი იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ ამის დიდი შანსი არ აქვს.

„ნიდერლანდებში თამაშის იმედი მაქვს, მაგრამ ძალიან რთული იქნება. ევროპული პასპორტის გარეშე ნიდერლანდულ კლუბებს ძალიან გაუჭირდებათ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება. პირადად მე ძალიან მესიამოვნებოდა და ასევე მინდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბშიც ვითამაშო (იცინის), მაგრამ ეს არ მოხდება“, - თქვა კაშიამ.

გურამის ამ სიტყვებს მის გვერდით მყოფი ვილი სანიოლი გამოეხმაურა: „ნამდვილად კარგ ფორმაშია, ნებისმიერი ნიდერლანდური გუნდისთვის კარგი არჩევანი იქნებოდა, მერე რა, რომ 34 წლისაა. ამას ხვალაც ნახავთ“, - თქვა ფრანგმა.

გურამმა თამაშის შესახებაც ისაუბრა: "ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115393