ფეხბურთი

21:52 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაია „ბარსელონაში“?

„ვალენსიის“ მცველით, ხოსე ლუის გაიათი, „ბარსელონა“ დაინტერესდა. კატალონიურ კლუბს დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერება სურს.

ხუნიორ ფირპო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ დატოვებს და კლუბი აქტიურად ეძებს ფეხბურთელს, რომელიც დროთა განმავლობაში ჟორდი ალბას შეცვლას შეძლებს. „ბარსელონას“ სკაუტები უკვე დიდი ხანია თურმე აკვირდებიან ესპანელ მცველს.

გაიას „ვალენსიასთან“ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 20 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111578