ფეხბურთი

20:49 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ახლა ან არასდროს“ - მოურინიუ ბელგიის ნაკრების შესახებ

იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, ჟურნალისტებს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების შანსებზე ესაუბრა.

„ბელგიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ბერი კარგი ფეხბურთელით. კევინ დე ბურინი ფანტასტიკური მოთამაშე გახდა, იური ტილემანსმაც პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ, ძალიან მოუმატა. მათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნიათ.

რომელუ ლუკაკუს ბოლო ორ წელიწადში არაჩვეულებრივი პროგრესი აქვს. გუნდურადაც გაიზარდნენ, უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ და საკმაო გამოცდილებაც დააგროვეს.

რობერტო მარტინესი კარგი მწვრთნელია. რამდენიმე წელიწადია მუშაობს და ანვითარებს მათ. საკუთარი სტილიც ჩამოაყალიბა და მოთამაშეებსაც შესანიშნავად შეეწყო.

ვფიქრობ, დადგა დრო, რაღაც განსაკუთრებული გააკეთონ. როცა „განსაკუთრებულს“ ვამბობ, უფრო მეტს ვგულისხმობ, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი იყო.

მოთამაშეებმა იდეალურ ასაკს მიაღწიეს, ამიტომ, ან ახლა, ან არასდროს.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს The Sun.

0.117685