ფეხბურთი

19:37 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესოები დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესოები გამოავლინა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდება „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მოიპოვა, რომელმაც ეს ჯილდო ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რუბენ დიაში გახდა. პორტუგალიელი ნემანია ვიდიჩის, ვენსან კომპანისა და ვირჯილ ვან დეიკის შემდეგ მეოთხე მცველია, რომელიც პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სეზონის საუკეთესო გოლი „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ერიკ ლამელამ გაიტანა (ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც „მანჩესტერ სიტის“ წარმოადგენს - ფილ ფოდენი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112477