ნიდერლანდების ნაკრების მცველი მატიას დე ლიხტი დაშავდა და დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე საზარდული დაიზიანა.
როგორც ფრანკ დე ბურმა თქვა, რისკზე წასვლა საჭირო არ არის და სავარაუდოდ, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე არ გავა:
„მას უკვე ჰქონდა საზარდულის გარკვეული პრობლემა და ამიტომ, არ გვინდა რისკზე წავიდეთ. უნდა დაველოდით და ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება“, - თქვა ნიდერლანდელთა მწვრთნელმა.
აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდების ნაკრები ვროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 13 ივნისს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.