ფეხბურთი

10:29 | 5.06.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ანტონიო კონტემ "ტოტენჰემში" მუშაობაზე უარი თქვა

ლონდონის „ტოტენჰემში“ ანტონიო კონტე მთავარ მწვრთნელად არ დაინიშნება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეწყდა.

Sky Sport-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა შემოთავაზებული პროექტი დაიწუნა. კონტეს სურდა, რომ „მამლებს“ პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ებრძოლათ, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ამაში ვერ დაარწმუნა.

ამიტომაც, ანტონიომ „ტოტენჰემის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა და სხვა წინადადებებს ელოდება.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ მილანის „ინტერი“ ერთი კვირის წინ დატოვა. მას თავდაპირველად მადრიდის „რეალსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ „სამეფო კლუბი“ კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:33 | 04.04.2023
georgianwelder (778)

აშკარად ნაკრებში უნდა დაბრუნება ტრამვის მერე მაგრად მოუმატა, წარმატებები გიორგი. მიდი შეუბერე მშვენიერი საგოლე ალღო გაქვს. შენი სიტყვა კიდევ ბევრჯერ გაქვს სათქმელი და იტყვი კიდეც.

0.063227