ფეხბურთი

21:48 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია"

უელსის ეროვნული ნაკრების შემტევმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია და მასთან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ექნება საუბარი.

"კარლო ანჩელოტის კარგად ვიცნობ და იგი დიდებული მწვრთნელია. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ადრე კარგი პერიოდი გვქონია. მას შემდეგ რაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდება, დარწმუნებული ვარ მასთან საუბარი მექნება და მადრიდში დავბრუნდები." - ციტირებს Sky Sports-ი ბეილის სიტყვებს.

ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბეილს პოტენციალი აქვს და შეუძლია "რეალში" შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს. უელსელმა გასული სეზონი "ტოტენჰემში" იჯარის წესით გაატარა და "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113886