კალათბურთი

19:31 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილმა "ტიტების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

„ტიტების“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მანუჩარ მარკოიშვილმა დატოვა. მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, მას კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპაში სტაჟირება სურს. გარდა ამისა ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც არის და მისი სურვილია ევროპის ჩემპიონატისთის მთლიანად ეროვნულ გუნდზე იყოს კონცენტრირებული.

ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ტიტები“ გასულ სეზონში სუპერლიგაში მეცხრე პოზიციაზე გავიდა, პლეი-ოფში გასვლა კი ვერ მოახერხა.

0.116018