ფეხბურთი

17:17 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტუხელმა "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „ჩელსიმ“ ტომას ტუხელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი „არისტოკრატებს“ 2024 წლის ზაფხულამდე გაწვრთნს.

ტუხელის ძველი კონტრაქტი 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია და ამიტომ, ხელშეკრულება განაახლეს.

„მადლობელი ვარ აქ მუშაობით და ბედნიერი ვარ, რომ ისევ „ჩელსის“ ოჯახის ნაწილი ვიქნები. კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და წინ ამბიციური ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა „ჩელსი“ იანვარში ჩაიბარა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. გარდა, ამისა, პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც „ლესტერთან“ წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115177