ფეხბურთი

11:39 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკლას ბენდტნერმა კარიერა დაასრულა

ვეტერანმა დანიელმა ფეხბურთელმა ნიკლას ბენდტნერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება 33 წლის ასაკში მიიღო.

როგორც ბენდტნერმა განაცხადა, რომ წასვლის დრო იყო და ახლა ძალებს სამწვრთნელო ასპარეზზე მოსინჯავს. ის იმედოვნებს, რომ მწვრთნელობით უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ფეხბურთელის სტატუსით მიაღწია.

შეგახსენებთ, ნიკლას ბენდტნერმა კარიერის უმეტესი ნაწილი „არსენალში“ გაატარა, ასევე თამაშობდა „იუვენტუსში“ და „სანდერლენდში“, ბოლოს კი სამშობლოში, „კოპენჰაგენის“ ღირსებას იცავდა.

0.127596