ფეხბურთი

10:28 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი და "რეალი" ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

მადრიდის „რეალი“ და სერხიო რამოსი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. როგორც გამოცემა As-ი იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.

რამოსის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და ძალზე რეალურია, რომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. წყაროს თანახმად, ამ დროისთვის, უფრო დიდი შანსია, რომ სერხიომ გუნდი დატოვოს, ვიდრე მადრიდში დარჩეს.

ესპანელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად „პარი სენ ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს და 671 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109592