ფეხბურთი

13:53 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს მამა: "გვარდიოლას არ მჯერა"

სერხიო აგუეროს მამამ ლეონელ დე კასტილიომ განაცხადა, რომ მას პეპ გვარდიოლას არ სჯერა. ესპანელმა სპეციალისტმა აგუეროს ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ იტირა, თუმცა, ფეხბურთელის მამა მიიჩნევს, რომ ის გულწრფელი არ იყო.

„გვარდიოლას არ მჯერა. მას არასდროს სურდა გუნდში სერხიოც ყოლა, რადგან უნდა, რომ აბსოლუტური გმირი თვითონ იყოს. ბოლო მომენტამდე „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ჩელსი“ დაინტერესებულნი იყვნენ და გარდა ამისა, იტალიაში წასვლაც შეეძლო“, - თქვა არგენტინელის მამამ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. კუნმა რამდენიმე დღის წინ „ბარსელონასთან“ ორწლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

0.112287