ფეხბურთი

1:28 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

U21 ევროპის ჩემპიონატი: ფინალისტები ცნობილია

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ნახევარფინალები გაიმართა და შედეგად ორივე ფინალისტი გაირკვა, რომელშიც გერმანია და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

პორტუგალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნახევარფინალში ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის ბედი ხორხე კუენკას თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გატანილმა ავტოგოლმა გადაწყვიტა და ლუზიტანელები ტიტულისთვის იბრძოლებენ.

გერმანიამ ნიდერლანდების ბარიერი დაძლია. შეხვედრა ალემანთა იმედისმომცემმა ფორვარდმა ფლორიან ვირტცმა დიდებულად დაიწყო და საწყის 8 წუთში მოასწრო დუბლის შესრულება. ეს უპირატესობა გერმანიას გამარჯვებისთვის ეყო. ნიდერლანდებმა მეორე ტაიმის შუაში ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და ტურნირს გამოეთიშა.

ამრიგად, ფინალში 6 ივნისს, რომელიც ლიუბლიანაში გაიმართება, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის პორტუგალიისა და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ნიდერლანდები - გერმანია 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ვირტცი (1), 0:2 ვირტცი (8), 1:2 შუურსი (67)

ესპანეთი - პორტუგალია 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კუენკა (80, ა.გ)

0.188694